MD: "ბარსელონა" და ალვესი ახალ კონტრაქტზე თათბირობენ

MD: "ბარსელონა" და ალვესი ახალ კონტრაქტზე თათბირობენ

კატალონიური El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დანი ალვესის გუნდში დარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლები, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს მართავენ და არაა გამორიცხული, ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია დღესვე გავრცელდეს.

შეგახსენებთ, რომ ალვესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს უმთავრდება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.