Bild: იოზილმა და დრაქსლერმა ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბარსელონასთან" ერთად იზეიმეს

Bild: იოზილმა და დრაქსლერმა ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბარსელონასთან" ერთად იზეიმეს

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild საკმაოდ საინტერესო და უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "შალკესა" და "არსენალის" შემტევებმა, იულიან დრაქსლერმა და მესუთ იოზილმა, ბერლინში, "ბარსელონას" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება იზეიმეს.

მესუთ იოზილი "რეალის" ყოფილი ფეხბურთელია, იულიან დრაქსლერი კი მადრიდულ გუნდს არაერთხელ დაუკავშირეს. თუმცა, ამ ფაქტს ფეხბურთელებისთვის "ბარსელონას" მოგების აღნიშვნაში ხელი არ შეუშლია. გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, დრაქსლერი და იოზილი ბერლინში გამართულ წვეულებაზე ნეიმარმა მიიწვია.

აქვე შეგახსენებთ, რომ იოზილი, "რეალში" გადასვლამდე, "ბარსელონას" გულშემატკივარი იყო და როგორც ჩანს, მას ამ გუნდის მიმართ სიმპათიები არც მას შემდეგ განელებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.