"ლაციომ" პატრიკის ტრანსფერი დაადასტურა

"ლაციომ" პატრიკის ტრანსფერი დაადასტურა

"ბარსელონა ბ"-ს 22 წლის მარჯვენა მცველი პატრიკ გაბარონი კარიერას იტალიურ "ლაციოში" განაგრძობს. რომაულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

პატრიკსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ლაციომ" ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო.

პატრიკი "ბარსელონაში" 2008 წელს "ვილიარეალიდან" გადმოვიდა. 2012 წლიდან ის "ბარსა ბ"-ს წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 87-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, მან ერთი შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.