UEFA-მ "ბარსელონა", ნეიმარი, მესი და ჩავი გამოარჩია
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონი შეაჯამა და სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესოები გამოავლინა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ სეზონის საუკეთესო კლუბად "ბარსელონა" დასახელდა.
ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად "შახტარის" ბრაზილიელი შემტევი ლუის ადრიანო დასახელდა. ფლეი ოფების საუკეთესო მოთამაშედ კი - "ბარსას" ვარსკვლავი ნეიმარი.
გამორჩეულ მატჩად "ბაიერნისა" და "პორტუს" დაპირისპირება აირჩიეს, რომელიც მიუნხენელებმა 6:1 მოიგეს.
სეზონის ფრაზად ლეო მესის ჯო ჰარტზე საუბარი დასახელდა: "მან ყველა ბურთი აიღო. ზოგი ხელით, ზოგიც სხეულის სხვა ნაწილით. მან ფენომენალური თამაში ჩაატარა."
სეზონის ციფრი 71 გახდა. 2014/15 წლების სეზონის დაწყებამდე, ჩემპიონთა ლიგის რეკორდი სწორედ 71 გოლი იყო და მისი ავტორი რაული გახლდათ. თუმცა, ახლა, 77-77 გოლით, რეკორდსმენები ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
წლის ფოტოდ ჩავი ერნანდესის სურათი დასახელდა, რომელზეც გამოსახულია, როგორ ემშვიდობება ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდსმენი (151 თამაში ამ ტურნირზე) გულშემატკივრებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]