ადრიანო "რომას" უახლოვდება

ადრიანო "რომას" უახლოვდება

"ბარსელონას" ბრაზილიელი უნივერსალი ადრიანო კორეია იტალიურ "რომაში" გადასვლათან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Il Messaggero ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ადრიანოს აგენტი რომში უკვე გაემგზავრა და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადრიანოს არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია, ძირითადად კი დაცვის ფლანგებზე. კატალონიურ კლუბში, ამ პოზიციებზე, დიდი კონკურენციაა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში დანი ალვესს, ალეიშ ვიდალს, მარტინ მონტოიასა და დუგლასს შეუძლიათ, ხოლო მარცხნივ - ხორდი ალბას, ჟერემი მატიეს, ალეიშ ვიდალსა და ტომას ვერმალენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.