ჩავი: "ალვესის დარჩენამ გამაკვირვა"
"ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი, რომელიც გასულ სეზონში გუნდის პირველი კაპიტანი იყო, აცხადებს, რომ მან დანი ალვესის მიერ ხელშეკრულების გაგრძელებამ გააკვირვა.
"უნდა ვაღიარო, რომ ალვესის მიერ ახალი კონტრაქტის გაფორმების ინფორმაციამ გამაკვირვა. მას შემდეგ, რაც ალვესმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ის კლუბის ქმედებით უკმაყოფილოა, ვიფიქრე, რომ ის წავიდოდა. მომეჩვენა, რომ "კამპ ნოუზე" გამართული ზეიმის დროს ის კლუბს გამოემშვიდობა. თუმცა, მომხდარმა გამახარა. დანი შესანიშნავი მცველია, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]