მესის დიეტოლიგი: "ლეომ, მუნდიალის შემდეგ, კვების რაციონი შეცვალა"

მესის დიეტოლიგი: "ლეომ, მუნდიალის შემდეგ, კვების რაციონი შეცვალა"

ლიონელ მესის დიეტოლოგი ჯულიანო პოსერი აცხადებს, რომ არგენტინელმა, მსოფლიოს გასული ჩემპიონატის შემდეგ, საკუთარი კვების რაციონის შეცვლა გადაწყვიტა.

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რაღაც შეიცვალა. ლეომ თავის ძველ საკვებზე უარი თქვა და ის ვიტამინებით სავსე საკვებით შეცვალა. ეს არის მარცვლოვანი კულტურა, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები და ზეთის ხილი. მას თავმდაბლობა და ინტუიცია ეყო იმისათვის, რომ თავის პროფესიონალურ ცხოვრებაში ცვლილებები შეეტანა."

როგორც ჩანს, ცვლილებებმა შედეგი გადაიღო. გასული ზაფხულის შემდეგ ლეომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი დაიკლო და მოედანზეც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.