ბრაიდა პოგბას "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევს

ბრაიდა პოგბას "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევს

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ფრანგ ნახევარმცველს კატალონიურ გუნდში გადასვლას ურჩევს.

"პოგბა საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც კარგი თვისებებით გამოირჩევა. ის ნებისმიერ გუნდს გამოადგება. ცხადია, მისი შეძენით დაინტერესებულნი ჩვენც ვართ.

იმედი მაქვს, ის "ბარსელონაში" გადმოსვლას მოახერხებს. თუ ის "იუვენტუსიდან" წასვლას გადაწყვეტს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ "ბარსელონა" ბრწყინვალე კლუბი და პროექტია. მას სწორედ "ბარსელონაში" გადმოსვლას ვურჩევდი.

პოგბას აგენტი მინო რაიოლა ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე საქმეების წარმართვა შეუძლია. პოგბა ძლიერი ფეხბურთელია, პირადად მე ის მომწონს, ისევე, როგორც პრეზიდენტ ბართომეუს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.