ენრიკეს მუნირის განათხოვრება არ უნდა
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის არენდით გაშვება არ უნდა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
"ბარსა ბ", რომელშიც მუნირი თამაშობს, ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში გავარდა. ბუნებრივია, კატალონიელთა ამომავალი ვარსკლავის ამ დივიზიონში თამაში მის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს და 19 წლის შემტევის შესაძლო განათხოვრებაზე რამდენიმე ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ცნობილია, რომ მისი დამატებით "აიაქსია" დაინტერესებული, რომელმაც "ბარსას" წინადადებით უკვე მიმართა.
თუმცა, თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ლუის ენრიკეს მუნირის გუნდში დატოვება უნდა. ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის მზადებას პირველ გუნდთან ერთად დაიწყებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]