აგენტი: "ივლისიდან ბარტრას გამოსასყიდი თანხა გაიზრდება"

აგენტი: "ივლისიდან ბარტრას გამოსასყიდი თანხა გაიზრდება"

"ბარსელონას" ცენტრალური მცველის მარკ ბარტრას აგენტი ხავიერ დიასი კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორის არიედო ბრაიდას განცხადებას ეხმაურება.

"კარგია, რომ კლუბს ბარტრასი სჯერა. მარკი ძალიან ბედნიერია "ბარსელონაში". თუმცა, თუ სხვა კლუბისგან, რომელშიც ბარტრას როლი უფრო გაიზრდება, კონკრეტულ შეთავაზებას მივიღებთ, მას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ბარტრას გამოსასყიდი თანხა ჩატარებული თამაშების რაოდენობის გამო შემცირდა და ახლა 12 მილიონი ევროა, მაგრამ 1 ივლისიდან ისევ 30 მილიონი ევრო გახდება.

ვერ დავასახელებ კლუბებს, რომლებიც მარკით ინტერესდებიან. ვერც იმას ვიტყვი, არის თუ არა მათ შორის "ინტერი", - აცხადებს ბარტრას აგენტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.