"ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატს გუნდში სერხიო რამოსის მიწვევა სურს
ესპანური Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდში მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მიწვევა სურს.
წყარო კანდიდატის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ესპანეთის ნაკრების მცველის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსი "ბარსელონაში" გადასვლას არ გეგმავს, მაგრამ აპირებს ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების გამართვის დროს ფლორენტინო პერესზე ზეწოლა მოახდინოს. რამოსი, დღესდღეობით, წელიწდში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მას ამ თანხის გაორმაგება სურს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]