ჯგუფი ბრაზილიამაც მოიგო
ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაასრულა. "სელესაომ", რომლის შემადგენლობაშიც დანი ალვესმა სრულად ითამაშა, ჯგუფის ბოლო ტურში, ვენესუელა ანგარიშით 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
კოპა ამერიკაზე სულ 3 ჯგუფი იყო და სამივე იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები თამაშობდნენ. კლაუდიო ბრავოს ჩილემ პირველი ადგილი A ჯგუფში დაიკავა, ხავიერ მასკერანოსა და ლიონელ მესის არგენტინამ B ჯგუფი მოიგო, ხოლო დანი ალვესისა და ნეიმარის ბრაზილიამ - C ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი, დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობს.
1/4-ფინალური წყვილები ასე გამიყურება:
25.06.15, 03:30 - ჩილე-ურუგვაი
26.06.15, 03:30 - ბოლივია-პერუ
27.06.15, 03:30 - არგენტინა-კოლუმბია
28.06.15, 01:30 - ბრაზილია-პარაგვაი
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]