ლაპორტა, გამარჯვების შემთხვევაში, პოგბას იყიდის

ლაპორტა, გამარჯვების შემთხვევაში, პოგბას იყიდის

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ხუან ლაპორტა მინო რაიოლასთან, "იუვენტუსის" ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაპორტა, კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 2016 წლის იანვარში პოგბას შეძენას გეგმავს, როდესაც სატრანსფერო ბანის ვადა ამოიწურება.

აქამდე, "ბარსას" პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, აგუსტი ბენედიტომ, განაცხადა, რომ პოგბას წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო სურს, სატრანსფერო თანხა კი 80 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.