მესი: "კოპა ამერიკის გათამაშებაში ეს იყო არგენტინის საუკეთესო მატჩი"

მესი: "კოპა ამერიკის გათამაშებაში ეს იყო არგენტინის საუკეთესო მატჩი"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კოლუმბიასთან გამარჯვების (5-4 პენალტებით) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს გასაოცარია. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გუნდის საუკეთესო მატჩი იყო. ჩვენ გვქონდა კარგი შანსი, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მთავარი ის არის, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში იასპარეზებს. შეხვედრის ბედი გადაწყვიტა პენალტებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა დამსახურებულად მოვიპოვეთ გამარჯვება." - განაცხადა მესიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.