ბართომეუ: "ლაპორტა "ბარსელონას" ზიანს აყენებს"

ბართომეუ: "ლაპორტა "ბარსელონას" ზიანს აყენებს"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, საპრეზიდენტო არჩევნებში მის მთავარ კონკურენტ ხუან ლაპორტას მეტი თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.

"ცოტა ხნის წინ, ლაპორტამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" კორუფციაში ადანაშაულებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე მესმის, როდესაც კრიტიკა მომართულია პირადად ჩემსკენ, მაგრამ მე ვერ შევეგუები კლუბის გაკრიტიკებას. ეს უბრალოდ აუტანელია.

დიახ, კლუბი უკვე ბრალდებულია გარკვეულ ფინანსურ დარღვევებში გადასახადებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის კორუფცია. ლაპორტას სურს ზიანი მიაყენოს "ბარსელონას". მან უნდა შეწყვიტოს კლუბის კორუფციაში დადანაშაულება." - განაცხადა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.