"ბარსელონას" 16 ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა
"ბარსელონამ" ახალი 2015/16 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. 16-მა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.
დღეს დილით "ბარსელონას" პირველი გუნდის 13–მა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა: მასიპმა, დუგლასმა, ადრიანომ, ვერმაელენმა, რაფინიამ, სერხი რობერტომ, სუარესმა, მატიემ, თურანმა, მუნირმა, სანდრომ, ჰალილოვიჩმა, ინიესტამ, რომელმაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების ბოლო შეკრება გამოტოვა. ასევე "ბარსა ბ"–ს სამმა ფეხბურთელმა: სუარესმა, გუმბაუმ და სამპერმა.
მოთამაშეებს ჩაუტარდათ ანალიტიკური, გულსისხლძარღვთა და ძალათა შესამოწმებელი ტესტები.
15 ივლისიდან ვარჯიშს დაიწყებენ შემდეგი მოთამაშეები: პიკე, ბარტრა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პედრო, ალბა და ვიდალი.
დანარჩენი წევრები კი მოგვიანებით, ეტაპობრივად შეუერთდებიან გუნდს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]