სავარჯიშო სესია (15.07.2015)
დღეს, შუადღისას, "ბარსელონამ" ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო მოედანზე გამართა მორიგი ვარჯიში, რომელშიც მონაწილეობა ახალდაბრუნებულმა ფეხბურთელებმაც მიიღეს: ბარტრამ, პიკემ, ბუსკეტსმა, ალბამ, პედრომ, ალიეშ ვიდალმა და რაკიტიჩმა. აღსანიშნავია, რომ ვიდალმა პირველად ივარჯიშა "ბარსელონელებთან" ერთად. დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია რაფინიას. მან დარბაზში იმუშავა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]