თბილისის "დინამო" და "ბარსელონა 30 ივლისს ითამაშებენ

თბილისის "დინამო" და "ბარსელონა 30 ივლისს ითამაშებენ

30 ივლისიდან  2 აგვისტოს ჩათვლით, გერმანიაში, რურის თასის გათამაშება გაიმართება, რომლის მოქმედი გამარჯვებულიც თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდია.

წელს, "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდს კატალონიელ თანატოლებთან თამაში მოუწევს. A ჯგუფში, "დინამოსთან" ერთად, "ბარსელონა", "დორტმუნდი", "პორტუ ალეგრე" და "ბოხუმი" მოხვდნენ.

ჯგუჯის გახსნითი მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 19 საათზე, "დორტმუნდსა" და "დინამოს" შორის გაიმართება. იმავე დღეს, 20 საათსა და 40 წუთზე, ერთმანეთს "დინამო" და "ბარსელონა" გაეჯიბრებიან. 22 საათსა და 20 წუთზე, "ბარსა" უკვე "ბოხუმს" შეხვდება.

31 ივლისს, პირველ მატჩში, რომელიც 19 საათზე გაიმართება, მონაწილეობას კვლავ "დინამო" მიიღებს, რომელიც "პორტუ ალეგრეს" დაუპირისპირდება. 20 საათსა და 40 წუთზე, "პორტუ ალეგრეს" უკვე "ბარსელონა" გაეჯიბრება. 21 საათსა და 30 წუთზე "დინამო" "ბოხუმს" შეხვდება, ხოლო 22 საათსა და 20 წუთზე, "ბარსელონასა" და "დორტმუნდის" მატჩი გაიმართება.

B ჯგუფში "გლადბახი", "გუანჩჟოუ", "ბენფიკა", "კიოლნი" და "მონაკო" მოხვდნენ.

ჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები 1/2-ფინალში ერთმანეთს 1 აგვისტოს შეეჯიბრებიან. იმავე დღეს გათამაშდება მე-5, მე-7 და მე-9 ადგილები.

ფინალური შეხვედრა 2 აგვისტოს, თბილისის დროით 13 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. იმავე დღეს, 12 საათზე, მე-3 ადგილისთვის ბრძოლა გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.