ბართომეუ: "თურანის არენდით გაშვების ვარიანტი განიხილება"

ბართომეუ: "თურანის არენდით გაშვების ვარიანტი განიხილება"

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ხოსეპ მარია ბართომეუ, რომელიც არჩევნებამდე კლუბს უპრეზიდენტებს, აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი ახალწვეული არდა თურანის არენდით გაშვების ვარიანტს განიხილავს.

"შეგვიძლია, თურანი არენდით გავუშვათ. ასეთი ვარიანტი განიხილება. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა ამ საკითხზე ლუის ენრიკემ უნდა თქვას.

თუ არდა არენდით წავა, ის გუნდში იქნება ერთადერთი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება ალიეშ ვიდალს, უკვე გადაწყდა, რომ ის არენდით არ წავა და გუნდთან ერთად ივარჯიშებს".

"ბარსელონას" ახალწვეულები, FIFA-ს სანქციების გამო, 2016 წლის იანვრამდე ვერ ითამაშებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ არდა თურანის არენდით წასვლა არ უნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.