ჯერარდი: "ბარსელონა" ფანტასტიკური კლუბია"
"ლა გალაქსის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა "ბარსელონასთან" შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა, სადაც მან თავის ყოფილ თანაგუნდელებზეც ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ფანტასტიკური კლუბია, ძალიან დიდი და წარმატებული. ისინი არიან ევროპის ჩემპიონები, მათ ჰყავთ მსოფლიო დონის ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს კარგად აკეთებს. ჩემთვის სასიამოვნო და დიდი პატივია მათთან შეხვედრისას შევამოწმო საკუთარი თავი სეზონის დაწყებამდე.
ლუის სუარესი ფანტასტიკურად ნიჭიერი და საშიში ფეხბურთელია. ის ძალიან კარგი მეგობარია, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ვინარჩუნებთ ერთმანეთთან ურთიერთობას.
მასკერანო პატარა მეომარია, მან წარმოუდგენლად ბევრი რამ გააკეთა "ბარსელონასთვის".
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულში" სტივენ ჯერარდთან ერთად თამაშობდნენ ხავიერ მასკერანო და ლუის სუარესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]