"რომა" ადრიანოში 8 მილიონზე მეტს არ იხდის
როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ "რომას" "ბარსელონას" უნივერსალის, ადრიანო კორეიას ყიდვა უნდა, თუმცა იტალიელები ბრაზილიერ ფეხბურთელში, რომელიც ოქტომბერში 31 წლის გახდება, 8 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ. ამ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
ფეხბურთელის აგენტი პაულო ალფონსო აცხადებს, რომ მის კლიენტს მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა და ამიტომ სურს "ბარსელონადან" წასვლა.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრიანო "რომაში" გადასვლას დათანხმდა და ის კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]