მესის 3,5 მილიონი არ მიუღია

მესის 3,5 მილიონი არ მიუღია

გაბონის ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს ქვეყანამ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის 3,5 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

ლეო მესიმ გაბონში მონაწილეობა მიიღო ახალი სტადიონის საფუძვლის ჩაყრაში. France Football-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არგენტინელი აფრიკის ქვეყანაში ვიზიტისთვის 3,5 მილიონ ევროს მიიღებდა.

"გაბონის რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ხელისუფლებამ გადაუხადა ან აპირებს, გადაუხადოს მესის რაიმე თანხა", - ნათქვამია გაბონის საელჩოს დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.