"არსენალი" სამპერს აკვირდება
ესპანური El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს "ბარსელონას" ნახევარმცველის, სერხი სამპერის ყიდვა უნდა.
წყაროს ცნობით, სამპერი, რომელიც კატალონიურ კლუბში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება, ძალიან მოსწონს ფრანგ სპეციალისტს. აუცილებლობის შემთხვევაში "მეთოფეები" ნახევარმცველში 12 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. ფეხბურთელი პასუხს ლონდონურ კლუბს უახლოეს დღეებში შეატყობინებს.
აქამდე, სამპერის შეძენა "პორტუს" უნდოდა. პორტუგალიური კლუბის მთავარი მწვრთნელმა, ხუან ლოპეტეგმა, პირადად დაურეკა ფეხბურთელს და მასთან მოლაპარაკებები აწარმოა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]