ვერმალენი: "მოედანზე დაბრუნებით ბედნიერი ვარ"

ვერმალენი: "მოედანზე დაბრუნებით ბედნიერი ვარ"

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ტომას ვერმალენმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან მედალი მიიღო, თავს გამარჯვებულად არ თვლის.

"მე მივიღე მედალი, მაგრამ არ ვთვლი, რომ მე მოვიგე. გუნდის წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ. მიუხედავად ამისა, მე განსხვავებული გრძნობა მაქვს, რადგან ამ გამარჯვების ნაწილი მე არ ვყოფილვარ.

ბედნიერი ვარ, რომ მოედანზე დავბრუნდი. ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს. გასული სეზონი ტრავმის გამო იყო საშინელი, ახლა კი მოხარული ვარ, რომ მოედანზე გასვლა და თამაში შემიძლია." – განაცხადა ვერმალენმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.