სავარჯიშო სესია (8.08.2015)

სავარჯიშო სესია (8.08.2015)

ერთ დღიანი შესვენების შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ევროპის სუპერ თასისთვის მომზადება განაახლეს.

"ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო ბაზაზე" გუნდთან ერთად ივარჯიშა ადრიანომ, რომლისთვისაც ექიმებს დიდი დატვირთვის უფლება ჯერ კიდევ არ მიუციათ, ხოლო დუგლასი, ალბა და თურანი ფიზიოთერაპიის კურსს გადიან. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა "ბარსა ბ"-ს ერთმა მოთამაშემ, ხუან კამარამ.

კლუბი პირველ ოფიციალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს, სადაც 11 აგვისტოს "სევილიას" დაუპირისპირდება, 14 აგვისტოს კი ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრას "ატლეტიკის" წინააღმდეგ გამართავს.

სურათები

[media=https://www.youtube.com/watch?v=ltHAHcZLnoo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.