ლუის ენრიკე - ტრიუმფატორი ფეხბურთელი და მწვრთნელი

ლუის ენრიკე - ტრიუმფატორი ფეხბურთელი და მწვრთნელი

გუშინ, "დინამო არენაზე" "სევილიას" დამარცხების შემდეგ, ლუის ენრიკე გახდა რიგით მეოთხე ადამიანი, რომელიც ევროპის სუპერ თასის ტრიუმფატორი, როგორც მოთამაშის ისე მწვრთნელის სტატუსით გახდა. ლუის ენრიკე მონაწილეობას იღებდა 1997 წელს "ბორუსია დორტმუნდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3-1 დასრულდა. "კამპ ნოუზე" გამართულ დაპირისპირებაში კი ლუის ენრიკემ გოლის გატანაც მოახერხა.

ლუის ენრიკეს მსგავსად ევროპის სუპერ თასის ტრიუმფატორები გახლავთ პეპ გვარდიოლა, კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე. კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას აღნიშნული თასი 5-ჯერ აქვთ აღმართული. ორჯერ ფეხბურთელის, ხოლო სამჯერ მწვრთნელის ამპლუაში. დიეგო სიმეონეს ანგარიშზე კი ორი სუპერ თასია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.