ლუის სუარესი - დამსახურებული ჯილდო
ლუის სუარესი ძალას არ კარგავს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კიდევ ერთი, მიმდინარე წელს მეოთხე, თასის მოპოვებაში. მართალია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლეო მესი დასახელდა, მთელი დიდება კი პედროს ერგო, თუმცა აღნიშნულ გამარჯვებაში არანაკლები წვლილი შეიტანა ურუგვაელმა ფეხბურთელმა.
პრესეზონის საუკეთესო ბობარდირმა ძალისხმევა არც თბილისში გამართულ შეხვედრაში დაიშურა და პირველ ნახევარში გასული სამივე გოლის ერთ-ერთ შემოქმედად მოგვევლინა. მესის მიერ გატანილი ორივე საჯარიმო დარტყმა ლუის სუარესის გამომუშავებული იყო. ხოლო რაფინიას საგოლე გადაცემა სწორედ ურუგვაელმა გაუკეთა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი ანაგრიში 3-1 გახადა.
ფეხბურთელს აღნიშნული მონდომება მატჩის 52-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაუფასდა, მან "სევილიას" კარში მეოთხე გოლი შეაგდო და სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
დრო - 120 წუთი
გადაცემების რაოდენობა - 35
სიზუსტე - 88.6%
საგოლე გადაცემა - 1
გოლი - 1
კარში დარტყმა - 4
მეტოქისთვის ართმეული ბურთები - 1
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]