მატიე "ბილბაოსთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა

მატიე "ბილბაოსთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა

ლუის ენრიკემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც დღეს, "ბილბაოსთან" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში, ტრავმების გამო, ხორდი ალბა, დუგლასი და ნეიმარი ვერ ითამაშებენ. ფიფას ბანის გამო თამაშის უფლება ალეიშ ვიდალსა და არდა თურანს არ აქვთ. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა ხორდი მასიპი და ჟერემი მატიე ვერ მოხვდნენ.

"ბილბაოსთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მასკერანო, ვერმალენი, ადრიანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ს. რობერტო, ინიესტა, რაფინია, პედრო, მესი, მუნირი, სუარესი, სანდრო.

თამაში დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.