"სპორტინგის" მწვრთნელი: "გადაწყვეტილებას ჰალილოვიჩი მიიღებს"

"სპორტინგის" მწვრთნელი: "გადაწყვეტილებას ჰალილოვიჩი მიიღებს"

ხიხონის "სპორტინგის" მთავარმა მწვრთნელმა, აბელარდო ფერნანდესმა განაცხადა, რომ ტრანსფერის თაობაზე უკვე ესაუბრა კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ალენ ჰალილოვიჩს.

"მე ნამდვილად ვესაუბრე ჰალილოვიჩს გუნდში გადმოსვლაზე, ვაუწყე ჩემი მოთხოვნები, ის რასაც მისგან მოველი. გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს. ალენი ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ შეგვმატოს, რაც გასულ სეზონში გვაკლდა." - განაცხადა, ფერნანდესმა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ახალგაზრდა ტალანტმა "ბარსელონა ბ"-ს რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.