ლუის ენრიკე: "ქამბექისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ბილბაოსთან" ხვალ გასამართი მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ვნახე რა, თუ როგორ ითამაშა "ბილბაომ" წინა მატჩში, მიმაჩნია, რომ ბასკები ორშაბათსაც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან.
შესაძლოა, ვინმეს გადამეტებულად მოეჩვენოს თუ ვიტყვი, რომ ყველანი 100%-ით მომართულნი ვართ ქამბექისთვის. თუმცა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ ანგარიში ჩვენს ფეხბურთზე გავლენას ვერ მოახდენს. წინა მატჩში, რამდენიმე შეცდომისთვის დავისაჯეთ.
ძალზე ამაღელვებელი სიტუაცია იქნება. ესპანეთის სუპერ თასზე, 0:4-ის წაგების შემდეგ თასი არავის მოუგია.
ჩვენ გვქონდა ვიდეოსესია და ჯგუფური დისკუსია. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ შეცდომების გამოსასწორებლად.
კრიტიკა სასტარტო შემადგენლობის მიმართ? მე არაფერი ვიცი. კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია.
"სან მამესზე" ყველა ჩვენგანმა წააგო. მწვრთნელი ვარ და ყველაზე მეტ კრიტიკას მე ვიმსახურებ, მაგრამ ჩვენ ყველამ წავაგეთ.
ჩვენ, ამ ეტაპზე, ვიმყოფებით იქ, სადაც ვიმყოფებით. ახლა მხოლოდ ორრაუნდიანი დაპირისპირების შემობრუნებაზე ვფიქრობ.
რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ და მომდევნო დილით ცუდ განწყობაზე ხარ, მაგრამ შემდეგ ვარჯიშს უბრუნდები და სიტუაცია იცვლება."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ", ესპანეთის სუპერ თასის პირველი მატჩი 0:4 წააგო. განმეორებითი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]