იარმოლენკო: "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობ"
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა, ანდრეი იარმოლენკომ, ლონდონის "არსენალში" გადასვლაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელებას "ბარსელონაში" ისურვებდა.
ესპანური Sport-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, პირადად დაურეკა 25 წლის უკრაინელს და ლონდონური კლუბში მიიწვია, თუმცა იარმოლენკომ უპასხუა: "მადლობა, ძალიან ვაფასებ თქვენს ინტერესს, მაგრამ "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობ".
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი ანდრეი იარმოლენკოში 20 მილიონ ევროს იხდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]