ალბა: "პიკეს გულშემატკივრის სტვენა გულთან ახლოს არ მიაქვს"

ალბა: "პიკეს გულშემატკივრის სტვენა გულთან ახლოს არ მიაქვს"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მცველმა, ჟორდი ალბამ ესპანურ პრესასთან ინტერვიუში თანამემამულე, ჟერარ პიკეს მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ პიკეს ბოლო რამდენიმე მატჩია მოედანზე ყოფნის დროს ესპანელი ქომაგები უსტვენენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. იტყობინება, AS.

"ჩემი აზრით, ეს მართებული არაა. პიკე - ეროვნული ნაკრების მოთამაშეა და ის ამას არ იმსახურებს. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ დიდი პატივისცემიდ ირგებს ნაკრების ფორმას და ცდილობს 100% დაიხარჯოს ყველა მატჩში. მე არ მსიამოვნებს იმის დანახვა, როდესაც ჩემს პარტნიორს გულშემატკივარი უსტვენს. მას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არ სიამოვნებს, პიკეს ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიაქვს, ვფიქრობ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებს." - განაცხადა, ალბამ. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.