ნეიმარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ნეიმარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, Seleção Brasileira-ს ცნობით, მსოფლიო რეკორდსმენი გახდა, რაც ეროვნულ გუნდში 46 გოლის ყველაზე პატარა ასაკში გატანაში გამოიხატა.

გუშინ, ნეიმარის ბრაზილიამ ამერიკის შეერთებული შტატები 4:1 გაანადგურა. "ბარსას" ვარსკვლავმა თავი დუბლით გამოიჩინა და მის ანგარიშზე ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 67 მატჩში გატანილი 46 გოლია. ნეიმარმა ნაკრებში 46 გოლი 23 წლისა და 218 დღის ასაკში გაიტანა. ბრაზილიური პრესის ცნობით, ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.