ვიდალი და თურანი ვერც 2016 წლის პირველ მატჩში ითამაშებენ
"ბარსელონას" ახალწვეულები, ალეიშ ვიდალი და არდა თურანი თავიანთ კლუბს 2016 წლის პირველ მატჩში, "ესპანიოლის" წინააღმდეგაც ვერ დაეხმარებიან. ამ ინფორმაციას Onda Cero ავრცელებს.
ვიდალი და თურანი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში გადავიდნენ. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ თურქი და ესპანელი ფეხბურთელები იანვრამდე ვერ ითამაშებდნენ, რადგან კატალონიელებს, FIFA-ს შეზღუდვის გამო, მათი იანვრამდე დარეგისტრირება არ შეუძლიათ.
ესპანეთში, გუნდებს ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება ყოველი წლის 2 იანვრიდან შეუძლიათ ხოლმე. ვინაიდან 2016 წლის პირველ შეხვედრას "ბარსა" 3 იანვარს მართავს, იყო მოლოდინი, რომ ეს ფეხბურთელები "ესპანიოლთან" გასვლაზე ითამაშებდნენ. თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს, ესპანურ გუნდებს ფეხბურთელების დარეგისტრირება 4 იანვრიდან შეეძლებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდალი და თურანი წლის პირველ მატჩს გამოტოვებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]