18 კაციანი განაცხადი ცნობილია

18 კაციანი განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ დაასახელა ის 18 მოთამაშე, რომლებიც, ხვალ მადრიდში გაემგზავრებიან.

გუნდს დაუბრუნდა ხავიერ მასკერანო, რაც შეეხება მესის, მან ვარჯიშზე მისვლა ვერ შეძლო, იგი მეორე ვაჟის მამა გახდა.

დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა ადრიანომ, რომელმაც ტრავმა უკვე მოიშუშა. განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, მასიპი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, ს. რობერტო, ადრიანო, ვერმალენი და მატიე.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მესამე ტური ხვალ, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება, სადაც "ბარსელონას" მადრიდის "ატლეტიკო" უმასპინძლებს.

სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.