ნეიმარის შესანიშნავი სტატისტიკა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარ ჯუნიორმა გუშინდელ მატჩში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ მე-6 გოლი გაუტანა "ატლეტიკოს".
ნეიმარი "კამპ ნოუზე" 2013 წლის ზაფხულში წარადგინა ბლაუგრანას ხელმძღვანელობამ, მას შემდეგ ბრაზიულიელმა 11 მატჩში 6 გოლი გაუტანა "ატლეტიკო" მადრიდს.
სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა 2013/14 წლების სეზონი
ესპანეთის სუპერ თასზე ნეიმარ ჯუნიორმა თავისი სადებიუტო გოლი სწორედ მადრიდის "ატლეტიკოს" გაუტანა "ვისენტე კალდერონზე". სწორედ ამ გოლის წყალობით "ბარსელონამ" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გაიმარჯვა.
მან მეორე გოლი "ატლეტიკოს" რამდენიმე თვის შემდეგ გაუტანა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, სადაც "კამპ ნოუს" სტადიონზე ნეიმარ ჯუნიორმა შორი მანძილიდან მოახერხა მეტოქე კარის აღება. სამწუხაროდ ნეიმარის გოლმა საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
ლა ლიგა და სუპერ თასი, "ტრიპლეტი"
2014/15 წლების სეზონში ნეიმარმა "ატლეტიკოს" კარში 3 გოლი გაიტანა. 11 იანვარს, დაძაბულ მატჩში, "კამპ ნოუს" სტადიონზე კატალონიელებმა მადრიდელები 3:1 დაამარცხეს.
2 კვირის შემდეგ კოპა დელ რეის მორიგ რაუნდში ბრაზილიელმა 23 წლის შემტევმა ისევ მოახერხა გოლის გატანა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ. საბოლოო მე-6 გოლი კი ნეიმარმა გუშინდელ მატჩში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]