დელ ბოსკე: "ბარსას" და "რეალის" თამაშის სტილი ერთანეთისგან დიდად არ განსხვავდება"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის ორი მთავარი გრანდის, "ბარსელონასა" და "რეალის" სათამაშო სტილი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
"ბარსელონასა" და "რეალის" თამაშის სტილი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ორივე გუნდი, შეტევის დროს, მეტოქეზე დიდ ზეწოლას ახდენს. საქმე ორ დიდ და ერთმანეთისგან არცთუ განსხვავებულ გუნდს ეხება." - დელ ბოსკეს ამ სიტყვებს Cadena Ser ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]