კანი: "ტერ შტეგენს შეცდომა არ დაუშვია"

კანი: "ტერ შტეგენს შეცდომა არ დაუშვია"

ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, "რომასთან" გამართულ შეხვედრაში გაშვებული გოლის დროს, შეცდომა არ დაუშვია.

"თუ მკითხავთ, იყო თუ არა მეკარის შეცდომა, გიპასუხებთ,რომ არ ყოფილა. ტერ შტეგენი კარიდან იმიტომ გამოდის, რომ ეს მისი თამაშის სტილია. დღეს, მეკარეებისგან სწორედ ამას ითხოვენ. ასეთ თამაშს, მეტოქის შეტევების ჩაშლის დროს, უპირატესობა აქვს, თუმცა ის რისკებსაც შეიცავს. ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ. ჩემ დროს, ასე მხოლოდ იენს ლემანი თამაშობდა, რაც ყურადღებას იქცევდა. დღეს კი, ეს სტილი დომინირებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.