ბრავო: "გასული სეზონის წარმატებების გამეორება შეგვიძლია"

ბრავო: "გასული სეზონის წარმატებების გამეორება შეგვიძლია"

"ბარსელონას" კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელებს შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლიათ.

"რა თქმა უნდა, გასული სეზონის წარმატებების გამეორება შეგვიძლია. გასულ წელს, არაერთი ადამიანი ცდილობდა ჩვენთვის ზიანი მოეყენებინა და ჩვენი გუნდის საქმეში ჩარეულიყო. თუმცა, ვიცოდით, მათგან თავი როგორ უნდა დაგვეცვა. შევძელით და ისე ვიმუშავეთ, რომ ხელი ვერაფერმა შეგვიშალა. საკუთარ ამოცანებზე ვიყავით კონცენტრირებულნი და სეზონის ბოლოს შედეგს მივაღწიეთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.