"ბარსელონა" რაფინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

"ბარსელონა" რაფინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

კატალონიის "ბარსელონა", მიუხედავად რაფინია ალკანტარას რთული ტრავმისა, ნახევარმცველის გაყიდვას არ გეგმავს და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამ ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაზილიელთან 5-წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა. რაფინიას მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წელს ეწურება.

რაფინიამ "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში (1-1) მარჯვენა მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაცია ჭირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, შესაძლოა, ვეღარც ითამაშოს.

რაფინია ალკანტარამ, 2015/16 წლების სეზონში, "ბარსელონას" შემადგენლობაში 6 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.