პრობლემები, რომლებსაც ხელმძღვანელობა რეაგირების გარეშე ტოვებს

პრობლემები, რომლებსაც ხელმძღვანელობა რეაგირების გარეშე ტოვებს

ლა ლიგის 2015 წლების სეზონი დიდი დაბნეულობით დაიწყო, რაც გამოიწვია ინტერესმა, რომელიც "ბარსელონასა" და სპორტული არბიტრაჟის გარშემო სუფევს. იმ სიტუაციით, რაშიც გუნდი სეზონის დასაწყისში ჩავარდა, ცხადია, კმაყოფილი ვერავინ იქნება, თუმცა ამჟამად სხვადასხვა ფაქტორები დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. მიუხედავად არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა, უარყოფითი ბალანსისა, იმ ექვსი თერთმეტმეტრიანისა, რომელსაც სხვაობის გაზრდა შეეძლო, თუმცა მსაჯის სასტვენის გარეშე ჩაიარა, და სხვა მრავალი მიზეზის მიუხედავად, კატალონიელებმა შეძლეს და ლა ლიგის პირველ სამ ტურში, სამ ურთულეს შეხვედრაში ცხრა ქულის მოპოვება შეძლეს. ამ ყველაფერს დაემატა გუშინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მსაჯის მიერ დაშვებული განზრახული/განუზრახავი შეცდომები, რომელთა წყალობითაც მადრიდის "რეალმა" მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. ჯერ იყო და, არბიტრმა ვალენსია მარტინეზ მუნუერამ სტუმრებს წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა, თითქოს და "გრანადას" ცხრიანი, ელ არაბი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე ტაიმში, ანგარიში ასევე წესების დარღვევით გაიხსნა, როცა ბენზემას ბურთი ისკოსგან მიუვიდა, თავად ალარკონი კი, როცა ბურთი მიიღო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მატჩის ბოლოს ასევე შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, თუმცა მარტინეზ მუნუერამ ამჯერადაც არ უმტყუნა მადრიდელებს და "რელმაც" მორიგი სამი ქულა მიითვალა.

"რეალისა" და "გრანადას" დაპირისპირება მხოლოდ გაგრძელებაა იმ საკამათო ეპიზოდებისა, რაც ესპანეთის შიდა ჩემპიონატის დაწყებას მოჰყვა. განვლილ სამ ტურში მსაჯს ექვსჯერ უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი "ბარსელონას" სასარგებლოდ, მაგრამ მსაჯის სასტვენი ექვსივე შემთხვევაში დუმდა. პირველად "სან მამესზე", მსაჯმა დელ კერო გრანდემ აშკარა პენალტი არ დადო, როცა მესის დარტყმის შემდეგ "ატლეტიკ ბილბაოს" ფეხბურთელმა ბურთი ჰაერიდან ხელის გამოყენებით ჩამოხსნა. ამის შემდეგ, "კამპ ნოუზე" "მალაგასთან" მატჩში, მიგელ ტორესმა ნეიმარი ცალი ხელით, წესების აშკარა დარღვევით შეაჩერა საჯარიმოში, თუმცა მსაჯმა ვერაფერი შეამჩნია გარდა იმ ჯარიმისა, რომელიც ანხელერმა ლუის სუარესის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში დაიმსახურა. "ვისენტე კალდერონზე" კი, ასეთი ეპიზოდები უფრო მრავლად იყო, თუნდაც დიეგო გოდინის მიერ ხელით მოგერიებული ნეიმარის დარტყმა რად ღირს...

მიუხედავად ყველაფრისა, გუნდი ჯერ-ჯერობით არაფერს არ აპროტესტებს. არც პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ და არც მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ, ზუსტ პასუხს არ იძლევიან. ერთადერთი, რაც ლუის ენრიკედან ჟურნალისტებმა იგრძნეს, მხოლოდ ირონიაა. ესპანეთის ჩემპიონატში დატრიალებულ აყალმაყალს დაემატა ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, "რომასთან", სუარესი მეკარე შჩესნიმ წესების დარღვევით შეაჩერა, ცხადია მსაჯის რეაგირება არც ამ ეპიზოდს მოჰყოლია. გუნდის ადექვატური რეაქცია არც ამ ეპიზოდს მოჰყოლია, წერს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.