"სელტა"-"ბარსელონა" - ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის თამაშში "სელტასთან" წაგების შემდეგ კომენტარს აკეთებს და თავის ყოფილ გუნდს მოგებას ულოცავს.
"სელტას" ვულოცავთ, მათ სრულყოფილი თამაში ჩაატარეს.
ვფიქრობ, საკმარისად ინტენსიურად არ ვმოქმედებდით. 6-7 მომენტი ისევ გვქონდა, თუმცა არაეფექტურად ვთამაშობდით.
ინდივიდუალურ დაპირისპირებებში ბევრჯერ დავმარცხდით. პირველი გოლი ნოლიტომ ცხრიანში გაგზავნა, მეორე - ჩვენი შეცდომა იყო.
ეს შედეგი უნდა დაგვეხმაროს იმის დანახვაში, რომ ეს სეზონი რთული იქნება. ახლა განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ.
ალტერნატივები მაქვს, უყურადღებოდ არაფერს ვტოვებ. ეს ჩემი გუნდია და მოხარული ვარ მისით".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]