ასპასი: "სელტამ" დამსახურებულად გაიმარჯვა"

ასპასი: "სელტამ" დამსახურებულად გაიმარჯვა"

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში კატალონიის "ბარსელონა" "სელტა დე ვიგოს" დაუპირისპირდა. ყველა ელოდა, მასპინძლების შესანიშნავი ფორმისა და სხვა მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით, რომ კატალონიელებს რთული მატჩი ელოდათ, თუმცა ნანახმა ყველაფერს გადააჭარბა - "ბლაუგრანა" 1-4 დამარცხდა. ამხელა ანგარიშით ლა ლიგაში ბოლოს "რეალთან" წავაგეთ 2008 წელს, მაშინაც 1-4. გუშინ დუბლის გაფორმება "სელტას" თავდამსხმელმა, იაგო ასპასმა მოახერხა.

ასპასპმა აღიარა, რომ გუშინ "ბარსელონას" ქამ-ბექს ნაკლებად მოელოდა (ცხადია მისი გუნდის მიერ გატანილი გოლების შემდეგ), თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელებთან მოგება ძალიან საამაყოა.

სტუმართა მხრიდან გოლი ნეიმარმა შეაგდო, დანარჩენი ორი კი ნოლიტოსა და ჯონ გუიდეტის ანგარიშზეა.

"ჩვენმა გუნდმა ორი ურთულესი მატჩი ზედიზედ მოიგო. "სანჩეს პისხუანზეც" და "ბალაიდოსზეც" ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და ჩვენმა შრომამ შედეგიც გამოიღო.
"ბარსას" წინააღმდეგ ვერასდროს დაწყნარდები, რაოდენ დიდი ანგარიშითაც არ უნდა იგებდე. ეს ის გუნდია. რომელსაც ყველაფერი შეუძლია. მაგრამ ჩვენ ამ თამაშში უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდეთ.

მოწინააღმდეგეს აქტიური პრესინგი ვეთამაშეთ და ამან შედეგიც გამოიღო. ბურთის მოპარვას ასე თუ ისე იოლად ვახერხებდით და ჩვენი კონტრშეტევებიც ძალიან ორგანიზებული იყო.

გატანილი გოლები საკუთარი თავის ნდობასა და რწმენას დამიბრუნებენ. მე აქ ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად ვარ. ამიტომაც დავბრუნდი.
ჩვენ დიდი ენთუზიაზმი გვაქვს და გვინდა რომ პირველ წრეში 40-42 ქულა მინიმუმ დავაგროვოთ. გუნდს დიდი მიზნები აქვს. ჩამოქვეითების დრო არაა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სეზონზე ოცნებას ავიხდენთ და დიდ წარმატებას მივაღწევთ." - განაცხადა ესპანელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.