ბრავო "სევილიასთან" დაბრუნდება
"ბარსელონას" ჩილელი მეკარე ნელ-ნელა იშუშებს ტრავმას და თუ sport-ს დავუჯერებთ საკუთარი გუნდის დახმარებას ლა ლიგის მეშვიდე ტურში, 3 ოქტომბერს "სანჩეს პისხუანზე" გასამართ ურთულეს მატჩში შეძლებს.
ბრავომ 7 სექტემბერს გამართულ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიელები ბედმა მთლად არ გაწირა და ლუის ენრიკე კვირას და ოთხშაბათს ჩასატარებელი მატჩების (კვირას - "ლას პალმასი" თბილისის დროით 18 საათი, ოთხშაბათს - "ბაიერ ლევერკუზენი" თბილისის დროით 22:45) შემდეგ, "სევილიასთან" მის გამოყენებას შეძლებს.
ჩილელი სანაკრებო მატჩებშიც შეძლებს ეროვნული გუნდის დახმარებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიასთან (8 ოქტომბერი, სანტიაგო), და პერუსთან (13 ოქტომბერი, ლიმა).
"კოპა ამერიკა 2015"-ის მფლობელი ჩილელი მეკარე (ჩილემ ეს ჯილდო ივლისში მოიგო და ფინალში მესის არგენტინა დაამარცხა) წლევანდელ სეზონში კლუბს მხოლოდ სამ ოფიციალურ შეხვედრაში დაეხმარა: ესპანეთი სუპერ თასზე "ბილბაოსთან" (1-1, "კამპ ნოუ"), ლა ლიგაში "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღმდეგ "სან მამესზე" და "მალაგას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე". ბოლო ორი მატჩი კატალონიელებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგეს.
კატალონიელები ლა ლიგაში რევანშის ასაღებად მზადებას ხუთშაბათს დაიწყებენ "სიუტატ ესპორტივაზე", ვარჯიში 12 საათზე დაიწყება. გუნდთან ერთად ხუთშაბათს გუმბაო და ხოსე აურელიო სუარესი ივარჯიშებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]