რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს "ბარსას" კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში?

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს "ბარსას" კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში?

თუ პოლიტიკურ მორევში ჩავიხედავთ, "ბარსელონას" კატალონიური დამოუკიდებლობის ბერკეტად იყენებენ. 27 სექტემბერს ამ ავტონომიურ ოლქში არჩევნები ჩატარდება, სადაც შანსი ექნებათ საბოლოოდ გაანადგურონ ესპანეთის სამეფოს ამჟამინდელი პოლიტიკური სტრუქტურა. ამან კი შეიძლება კატალონიის სპორტულ სიმბოლოს საფრთხე შეუქმნას.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და სპორტის მინისტრმა მიგელ კარდენალმა განაცხადეს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და იმედი აქვთ, რომ ეს გაუგებრობა მალე დასრულდება.

ტებასმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე განცხადება გააკეთა: "თუ ესპანეთი რამდენიმე ნაწილად დაიყოფა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, თუ რა მოუვა ლა ლიგას. იმედი გვაქვს, ეს აბსურდული სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება."

ხოსე მარია ბართომეუს კი როგორც ჩანს ამ მუდმივ დებატებში ნეიტრალური პოზიცია აქვს არჩეული. მან ტელეკომპანია "Canal +"-ს განუცხადა: "ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს, ყველა თავის ხედვაზე ღაღადებს და ცდილობს ამომრჩეველი მოიზიდოს, "ბარსელონა" როგორც ყოველთვის, ამ საკითხშიც ნეიტრალური იქნება."

კატალონიის პრეზიდენტის თქმით, მომავალ არჩევნებზე უმრავლესობის გადაწყვეტილების მიხედვით დიდი ალბათობით ცალმხრივი ავტონომია გამოცხადდება. "თუ კი ყველაფერი მიღწეულია იმისათვის, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკანონმდებლო ასამბლეაში ამ საკითხს თავისი "დიახ" მიანიჭოს, მაშინ პროცესი გაგრძელდება." - განაცხადა არტურ მასმა.

2014 წლის ნოემბერში მასმა "დამოუკიდებლობის სიმბოლური რეფერენდუმი" გამოაცხადა საკუთარ ე.წ. Yahoo-ზე. 2.2 მილიონი მომხმარებლიდან, თითქმის 80%-მა ხმა ესპანეთიდან გამოყოფას მისცა.

ბარსელონა - ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დედაქალაქია ევროპაში (ვგულისხმობთ, როგორც კატალონიის დედაქალაქს) და ესპანეთის მთავრობა არ აპირებს ყველაფერი "შოტლანდიური სცენარით" განვითარდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ შეუძლია მისი ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციას დამოუკიდებლობა მიანიჭოს.

სამწუხაროდ, ფეხბურთის გულშემატკივრები ამ საკითხში მარტივად დაინახავენ უარყოფით მხარეს. ამ პოზიციის მთავარი აზრი გულშემატკივრებს და ზოგადად ყველას ორი მძიმე ფაქტორის წინაშე აყენებს - თუ კატალონია სუვერენიტეტს მიიღებს, მისი გუნდები შესაძლოა ესპანეთის ლიგაში აღარ იყონ, ამან კი შესაძლოა კატალონიის თავისუფლების მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად შეამციროს.

რაც ახლა იბერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ხდება, ადგილობრივების მიერ კონტროლდება. არც ერთი პოლიტიკოსი თუ მწერალი არ ცდილობს კატალონიელების დარწმუნებას, ან იძულებას იმაში, თუ რა სჯობს მათთვის. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, თუ უმცირესობა - მაშინ დარჩება.

მიუხედავად ყველაფრისა, სპორტულ დეპარტამენტს სხვა ფიქრებიც უტრიალებს თავში. ცხადია, "ბარსელონა" და "ესპანიოლი" ბევრ სხვა გუნდთან ერთად დიდ გაურკვევლობაში მოხვდება. ბევრი ამტკიცებს, რომ ლა ლიგა საკუთარ შესაძლებლობებს არასოდეს დაზოგავს (ამ გამოწვევის მისაღებად მადრიდის "რეალიც" მზადაა), განსაკუთრებით მაშინ, თუ კლუბი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული. თუ კი ლა ლიგა "ბარსას" დაკარგავს, ეკონომიკური ზარალიც საკმაოდ დიდი იქნება.

1899 წელს დაარსებულმა გუნდმა, რომელმაც ლა ლიგაში პირველად ფეხი 1928 წელს შედგა და მის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში არც არასდროს უთამაშია, წინა საარჩევნო კამპანიის ყველა საფეხური უკვე გაიარა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად "ბარსა" ესპანეთის საფეხბურთო სიმბოლოდ ითვლება.

ყველაფერ ამასთან ერთად, ის 8 ფეხბურთელი, ვინც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში მონაწილეობდა, მხარს "ბარსელონას" უჭერს და შესაბამისად კატალონიასაც. ესენი არიან, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პიკე, პედრო, სესკ ფაბრეგასი და დავიდ ვილია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ბარსამ" თავისი საფეხბურთო სტილით და ხასიათით ევროპის ისტორიაში უდიდესი დინასტია დააფუძნა.

დაკარგავს ლა ლიგა თავის ხიბლს და იდენტურობას? შეგვიძლია ეს კითხვა ასეც დავსვათ: აპირებს ლა ლიგა იმ დიდ სარგებელზე უარის თქმას? შეგვიძლია ვისაუბროთ უარყოფითად პოლიტიკასა და ფეხბურთს შორის კავშირზე, მაგრამ ბიზნესსა და ფეხბურთს შორის კავშირი გაცილებით მჭიდროა.

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" "ფორბსის" რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე მომგებიან კლუბებს შორის მეორე ადგილზეა. "ბლაუგრანა" ამ დიდ საჭადრაკო დაფაზე რიგითი პაიკი არაა. ეს ის გუნდია, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი სახელის ოქროს ასოებით ჩაწერის ამბიცია აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.