ვარჯიში "ბარსა ბ" სთან ერთად

ვარჯიში "ბარსა ბ" სთან ერთად

დღეს შედგა მორიგი ვარჯიში "სიუდად დეპორტივოზე". ვარჯიშზე მხოლოდ და მხოლოდ 13 კაცი იმყოფებოდა. აქედან 7 "ბარსა ბ"– ს  ფეხბურთელი იყო. ასეთი სიმცირე ფეხბურთელებისა, გამოწვეული არის იმით, რომ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. "ვარჯიშის ბოსი" გვარდიოლას თანაშემწე ტიტო ვილანოვა გახლდათ, რადგანაც "მთავარი ბოსი" მივლინებაში იყო და ვარჯიშს არ ესწრებოდა.

პირველი გუნდიდან იმყოფებოდნენ: პინტო, ალვეში, აბიდალი, მაქსველი, ადრიანო, კეიტა, ხოლო "ბარსა ბ" – დან: ბარტრა, ფონტასი, რომეუ, დოს სანტოსი, ნოლიტო, მასიპი და როჩინა. შემდეგი ვარჯიში ხვალ გაიმართება იგივე სტადიონზე ("სიუდად დეპორტივო"). შემადგენლობა ფეხბურთელებისა დაახლოებით იგივე იქნება. "ბარსელონას" პირველი გუნდის რამდენიმე დარჩენილი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში არ გამოიძახეს "სიმარტოვეში" შემდეგი კვირის სამშაბათამდე ივარჯიშებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.