დავიდ ვილია: "ჩემი ოცნების დებიუტები"

დავიდ ვილია: "ჩემი ოცნების დებიუტები"

დავიდ ვილია "ბარსელონას" ის ახლადშეძენილი ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის ხარისხზე და ხასიათზე სულაც არ ეტყობა, რომ კლუბის მაისური სულ ახლახან მოირგო, ის ისე თამაშობს მესისთან და ჩავისთან ერთად, თითქოს მთელი ცხოვრება "ბლაუგრანას" თავდასხმაში ეთამაშოს. როდესაც ფეხბურთელი კლუბს იცვლის, ყოველთვის იბადება კითხვა: შეეწყობა იგი ახალ თანაგუნდელებს? ეს კითხვა დავიდ ვილიამ პირველი ორი მატჩის შემდეგ სრულიად მოხსნა დღის წესრიგიდან. ფეხბურთელმა "სევილიასთან" და "რასინგთან" გამართული ორი სადებიუტო მატჩი "ოცნების დებიუტებად" მონათლა.

მიუხედავად იმისა, რომ ვილიამ მის პირველ ოფიციალურ მატჩში "სევილიას" წინააღმდეგ გოლის გატანა ვერ მოახერხა, შესანიშნავად ითამაშა და პირველივე ფინალის მოგება შეძლო თავის თანაგუნდელებთან ერთად, მან, ალბათ, ამ მხრივ ერთგვარი რეკორდიც დაამყარა - პირველი თამაში და პირველი მოგებული თასი.

მატჩიდან გამოსული "ელ გუახე" ძალიან გახარებული ესაუბრა ჟურნალიტებს, ის ემოციებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მის მკერდს კი პირველი ოქროს მედალი ამშვენებდა, რომელიც მან "ბარსელონას" მაისურით მოიგო.

"უზომოდ გახარებული ვარ, ასეთ დებიუტს ვერც კი წარმოვიდგენდი, ეს ჩემი ოცნების დებიუტია, ფახბურთელი უკეთესს ვერც კი ინატრებს. აქამდე რაც კი "ბარსელონაში" თამაშზე მსმენია თურმე უბრალო სიტყვები ყოფილა, დღეს დავრწმუნდი რომ აქ ნამდვილი საფეხბურთო სამოთხეა, განსაკუთრებით გამოვყოფდი "კამპ ნოუს" გულშემატკივრებს, მათ უკვე მაგრძნობინეს სიამაყის გრძნობა ამ მაისურის ტარებისას."

ჟურნალისტებმა მას აგრეთვე კითხეს, თუ როგორ შეეგუა ახალ თანაგუნდელებთან თამაშს პირველ მატჩში:

"ეს მოედანზე გასვლამდე მეც ძალიან მაინტერესებდა, ცუდია, როდესაც რამეს ელოდები, მაგრამ მე შევედი მოედანზე და უდიდესი სიამოვნება მივიღე, მხოლოდ ლიონელ მესის ფაქტორის დასახელება რად ღირს! ის ნამდვილად ფეხბურთისთვისაა დაბადებული, წარმოიდგინეთ, რამხელა სიამოვნებას ანიჭებს მთელ მსოფლიოს ლეო მესი, რომელსაც ყველა შორიდან შესცქერის, მისი თანაგუნდელები კი მისი მაგიით ახლოდან ვტკბებით, ეს ორმაგი სიამოვნებაა, იგივე შემიძლია ვთქვა ჩავიზე რომელიც "ბარსელონას" ხერხემალია."

ბოლოს "ელ გუახემ" ეს ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

"ეს დღე ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია ჩემს კარიერაში, მე "ბარსელონაში" ტიტულების მოსაგებად გადმოვედი, ჩავატარე მხოლოდ ერთი მატჩი და მოვიგე ერთი ტიტული."

ტუილაში მაღაროელის ოჯახში დაბადებულმა დავიდ ვილიამ მეორე ოცნების დებიუტი ლა ლიგის სადებიუტო მატჩში ჩაატარა, აღნიშნულ მატჩში "ბარსელონამ" სანტანდერის "რასინგს" 3-0 სძლია და აქედან ერთი გოლი დავიდ ვილიას ანგარიშზეა. "ელ გუახემ" მარჯვენა ფლანგიდან დანი ალვესის შესანიშნავი ჩაწოდებული ლამაზი თავური გოლით დააგვირგვინა და მას მოპოვებულ სამ ქულასთან ერთად ერთი გატანილი გოლიც "აქვს საკუთარ ჯიბეში." ორი ოცნება: სადებიუტო მატჩში გამარჯვება, გოლის გატანა და თან პირველი ტიტულის მოგება ასრულებულია.

წყარო: davidvilla7.com

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.