საქართველოსთან, შესაძლოა, ტერ შტეგენმა ითამაშოს
11 ოქტომბერს, ქალაქ ლაიფციგში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩში, ერთმანეთს გერმანიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა გუნდის განაცხადი დაასახელა, რომელშიც მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც მოხვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სწორედ "ბარსელონას" ახალგაზრდა მეკარემ ითამაშოს.
ტერ შტეგენს ეროვნულ ნაკრებში 4-ჯერ უთამაშია. ჯერჯერობით უკანასკნელად ეს 2014 წლის მაისში, პოლონეთთან უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში მოხდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]