ნეიმარი წლის ბოლოს ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარ ჯუნიორი ამა წლის ბოლოს ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს, იტყობინება ესპანური ინტერნეტ გამოცემა Sport.
წყაროს ცნობით, ამ წლის ბოლოს, ბრაზილიის ნაკრებში მოთამაშე 23 წლის ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქის პასპორტს მიიღებს. ესპანეთსა და ბრაზილიას შორის მოქმედი ხელშეკრულების თანახმათ, ამ სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ესპანეთში ორ წელ ნახევარს გაატარებს, შეუძლია ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" 2013 წლის ზაფხულში გადმობარგდა, ამდენად ამ წლის ბოლოს ბრაზილიელის ესპანეთში გადმობარგებიდან ორ წელ ნახევარი სრულდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]