ბუსკეტსი: "მასკერანოსთან ერთად თამაში შემიძლია"
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ბუნებრივია, ამ ტრანსფერის შემდეგ ყველა ალაპარაკდა იმაზე, რომ იგი იქნება სერხიოს უშუალო კონკურენტი ძირითადში მოსახვედრად. ჟურნალისტებმაც ზუსტად იგივე კითხვა დაუსვეს ახალგაზრდა ესპანელს, ხოლო მან სხვაგვარად უპასუხა. მისი აზრით მას და მასკერანოს შეუძლიათ ერთად თამაში.
"ბუნებრივია ჩვენი პოზიციები მსგავსია, გამოდის, ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ სულაც არა. რადგანაც ჩვენ შეგვიძლია ერთად ვითამაშოდ მოედანზე". ბუსკეტსმა ასევე პუიოლის ტრავმაზეც ისაუბრა და განაცხადა: " პუიოლი ნაკრებისთვისაც და კლუბისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამიტომაც მისი ტრავმა ძალზე დასანანია. ფეხბურთელის კარიერაში ტრავმა ყოველთვის "შავი წერტილია".
სულ მალე გაიმართება დაპირისპირება ესპანელებსა და არგენტინელებს შორის. მოგეხსენებათ არაერთი ესპანელია "ბარსელონადან" ეროვნულ ნაკრებში, მათ შორისაა ბუსკეტსიც, მას მოუწევს თამაში გაბი მილიტოს, ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს წინააღმდეგ. "ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი მეგობრები ვართ, მაგრამ როდესაც მატჩი იწყება და ჩვენ გვიწევს მოწინააღმდეგის როლში ყოფნა, მეგობრობა ცოტა ხნით გვერდზე პლანზე გადადის და ყველა თავის ინტერესს იცავს".
წყარო: barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]